სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლმა პედაგოგები დააჯილდოვა - დეტალები
16-12-2024
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით eTwinning-ის, 2024 წლის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც პროგრამის ფარგლებში მომზადებული ახალი რესურსების პრეზენტაცია მოეწყო, მათ შორისაა „საერთო სასკოლო კეთილდღეობის დიდი წიგნი“, რომელიც აერთიანებს საუკეთესო პრაქტიკებსა და რესურსებს მასწავლებელთა და მოსწავლეთა კეთილდღეობის გასაძლიერებლად;

აჰმეტ მურატ ქილიჩმა, ევროპის საბჭოს ციფრული ტრანსფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო 2025 წლის ევროპის წლის თემა, რომელიც ციფრულ მოქალაქეობას მიეძღვნება. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ციფრული მოქალაქეობის მნიშვნელობის შესახებ და რეკომენდაციების გავრცელებას განათლებაში.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ 2024 წლის განმავლობაში eTwinning-ის პროექტებში აქტიურად ჩართული მასწავლებლები.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ვორკშოპებში, რომლებიც მოიცავდა თემებს:

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები;

ხელოვნური ინტელექტის როლი განათლებაში;

 კლიმატის ცვლილებები და მისი გავლენა საზოგადოების განვითარების პროცესებზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება