სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აკრძალულია თუ არა მოსწავლეთა მშობლების შესვლა სკოლაში და რა გამონაკლისი არსებობს - ადვოკატი დეტალებს განმარტავს
14-12-2024
-
+


საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მშობლების დაშვება-არდაშვების საკითხი საკმაოდ აქტუალურია. ყველასთვის ცნობილია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს და გარეშე პირების შესვლა შესაძლებელია მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში.

რამდენად ლეგიტიმურია ეს მიდგომა და რეალურად აქვს თუ არა უფლება სკოლას, მშობელს შენობაში შესვლა შეუზღუდოს? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge_ს მოსწავლეთა არაერთმა კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დეტალების დასაზუსტებლად  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს, მენტორ-ადვოკატს, გია აბაშიძეს დავუკავშირდით, რომელმაც დაადასტურა, რომ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის შენობაში გარეშე პირთა შესვლა აკრძალულია, თუმცა არსებობს გარკვეული გამონაკლისები, რა თქმა უნდა, დირექციასთან შეთანხმებით:

„აკრძალულია სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს გარეშე პირთა სკოლის შენობაში ან სკოლის ტერიტორიაზე შესვლა სკოლის დირექციასთან შეთანხმების გარეშე. მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიღების დღეებია ყოველი პარასკევი 13:00 საათიდან 17:00 საათამდე (გარდა წინასწარ მოწვეული პირებისა). სხვა დღეებში მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ეზღუდება თავისუფალი გადაადგილება სკოლის შენობაში, სკოლის დირექციასთან შეთანხმების გარეშე. ნებისმიერ საკითხზე დირექციასთან ვიზიტი დასაშვებია ყოველდღე (ორშაბათი-პარასკევი) 15:00 საათიდან 17:00 საათამდე. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელზე/კანონიერ წარმომადგენელზე, რომლებიც სკოლის შენობაში საჭიროებისამებრ დაიშვებიან სასწავლო პროცესის განმავლობაში ნებისმიერ დროს“, - განაცხადა etaloni.ge-სთან გია აბაშიძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება