სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

200 და 500 ლარის მისაღებად დოკუმენტაცია 20 დეკემბრამდე უნდა წარადგინოთ - ბიუჯეტი
15-12-2024
-
+


ერედვის მუნიციპალიტეტის, 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში გაწერილია მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება, რომელიც 200 ლარს შეადგენს და გათვალისწინებულია ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იმ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 4 ან მეტი შვილი, აქედან ერთი მაინც არასრულწლოვანი (18 წლამდე).

დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) მშობლ(ებ)ის პირადობისა და დევნილობის მოწმობის ასლები;

ე) საბანკო რეკვიზიტები;

ვ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).

ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

ასევე გათვალისწინებულია დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანთა ერთჯერადი სოციალური დახმარება

„ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებს მიეცემათ ერთჯერადი სოციალური დახმარება თითოეულ არასრულწლოვანზე 500 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში  მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) არასრულწლოვნის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;

დ) არასრულწლოვნის დევნილობის მოწმობის ასლი;

ე) არასრულწლოვნის მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები;

ვ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ;

ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

თ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ  (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).

ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის პირად ანგარიშზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება