სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„განათლება ძველად და ახლა“ - ღვითორის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი
28-11-2024
-
+


შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლის  პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს მუდმივად სთავაზობენ საინტერესო გაკვეთილებს და ზრუნავნე, რომ მათთვის სასკოლო ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი აქტიობებით გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლის IV კლასში, საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - „განათლება ძველად და ახლა“. 

გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგების: ლალი იობაშვილისა და სპეცმასწავლებელის მაკა ყიფშიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეგოთ, როგორი იყო განათლების მიღების საშუალებები ძველად და როგორ ხდება თანამედროვე სამყაროში ადამიანის განვითარება და მათთვის ცოდნის გადაცემა. 

როგორც სკოლაში აფასებენ, გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, კონსტრუქტივისტული პრინციპებიდან გამომდინარე, მასწავლებლებმა გამოიყენეს გონებრივი იერიშის მეთოდი, მოახდინეს მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება, გამოიყენეს დიფერენცირებული მიდგომები ისგ მოსარგებლე მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული ადაპტირებული რესურსები, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციის გაზრდას.

მოსწავლეებმა კი, შეძლეს განათლების და ცოდნის დაკავშირება ერთმანეთთან. გაიგეს თუ რაში გამოიყენებდნენ მიღებულ ცოდნას.

გაკვეთილის დასასრულს მასწავლებლებმა განმავითარებელი შეფასებით შეაფასეს მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

პედაგოგმა საერთაშორისო აუდიტორიას, თბილისის N141 საჯარო სკოლის, სასკოლო საზოგადოების მიერ განხორციელებული პროექტი წარუდგინა
 
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება