სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების მიზნით KIU-სა და ბავარიის მეცნიერებათა აკადემიას შორის ახალი თანამშრომლობა დაიწყო
28-11-2024
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ხუბუამ ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის (BAdW) პრეზიდენტთან, პროფესორ მარკუს შვაიგერთან და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ პრეზიდენტთან და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტთან, პროფესორ ვოლფგანგ ა. ჰერმანთან   შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარებისა და სხივურ და ბირთვულ მედიცინაში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და BAdW-ს პრეზიდენტმა, პროფესორმა მარკუს შვაიგერმა. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება, კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა და ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით გაცვლითი პროგრამების შექმნა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. გიორგი ხუბუამ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს მრავალწლიანი და ნაყოფიერი სამეცნიერო თანამშრომლობისთვის. 

თავის მხრივ, პროფესორმა მარკუს შვაიგერმა და პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა რექტორს თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ახალი მემორანდუმის ფარგლებში KIU-ს გერმანიის სამეცნიერო საზოგადოებასთან დაახლოება, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში ინოვაციური სამეცნიერო კვლევებისა და სამედიცინო სერვისების განვითარებას. ბავარიის მეცნიერებათა  აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მარკუს შვაიგერი სხივური და ბირთვული მედიცინის აღიარებული მკვლევარია და დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ დარგის განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ ბავარიის მეცნიერებათა აკადემია დიდი ტრადიციების  მქონე ავტორიტეტული სამეცნიერო დაწესებულებაა. ამჟამად, მასში გაერთიანებულია 300-ზე მეტი ცნობილი მეცნიერი. აკადემიის წევრები, სხვადასხვა დროს იყვნენ იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, ალექსანდრე და ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი, მაქს პლანკი, ალბერტ აინშტაინი, მაქს ვებერი, ვერნერ ჰაიზენბერგი და სხვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება