სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შემოდგომის აკორდები ქართულ მიწაზე“ - არხილოსკალოს საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი პროექტი
28-11-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ხოტბა შეასხეს.

I კლასის მოსწავლეებმა ნამდვილი შემოდგომის ზეიმი გამართეს. პატარებმა დამრიგებლის - ნანა წიკლაურის ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტი - „შემოდგომის აკორდები ქართულ მიწაზე“.

პროექტის მიზანი იყო ბავშვებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივება.

მოსწავლეებმა შემოდგომის თემაზე წარმოთქვს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ულამაზესი ხელნაკეთობები შექმნეს ბუნებრივი მასალებისგან.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, საკლასო ოთახი გადაიქცა შემოდგომის ნამდვილ ბაღად, სადაც თითოეული ნამუშევარი ასახავდა პატარების ფანტაზიას და შემოქმედებით პოტენციალს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები არა მხოლოდ ხელოვნებით დაკავდნენ, არამედ ღრმად შეისწავლეს შემოდგომის ბუნებრივი მოვლენები. მათ შექმნეს ცოცხალი კუთხე, სადაც შემოდგომის ფერადოვნება ბუნებრივი მასალების საშუალებით აისახა.

პატარებმა შემოქმედებითი პროცესი გემრიელად დაასრულეს, რადგან თავად მოამზადეს ტრადიციული ქართული მასპინძლობის განუყოფელი ნაწილი - თათარა და ჩურჩხელა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქალბატონ ნანას და მოსწავლეებს ამ საინტერესო და შთამაგონებელი პროექტისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება