| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო. კვირეულის ფარგლებში, სკოლაში, ქართული ენის კათედრის ხელმძღვანელობით სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა.
VII კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ. VIII-IX კლასების მოსწავლეებმა შექმნეს ციტატების კოლაჟი მწერლის ბრძნული ფრაზების მიხედვით. სკოლაში მოეწყო მათი საჯარო განხილვა-ანალიზი.
X-XI კლასელები ასევე ჩაერთნენ ესეების კონკურსში „კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია“.
კონკურსის მონაწილეთაგან გამოვლინდა სამი გამარჯვებული. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
კვირეული საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად