| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, კონსულტანტ-მასწავლებლის ნანი შუბითითიძის ინიციატივითა და ჩოლურის საჯარო სკოლის დირექტორის - მარინა ლიპარტელიანის თანადგომით, VI-XII კლასის მოსწავლეებისათვის ღონისძიება - „ერთი გასვლითი დღე ეკლესია-მონასტერში და მუზეუმში“ განხორციელდა.
ღონისძიების მიზანი კულტურულ და სულიერ ღირებულებებთან ზიარება, მოსწავლეებში ეკლესია-მონასტრებსა და კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით ჩვეულების ჩამოყალიბება გახლდათ.
მოსწავლეები წირვას დავით აღმაშენებლის ტაძარში დაესწრნენ, წმინდა გიორგის ეკლესიასთან არსებულ დედათა მონასტერს ესტუმრნენ და ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი მოინახულეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მუზეუმში ლადო ასათიანის ლექსები წაიკითხეს, რითაც პოეტის ხსოვნას პატივი მიაგეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად