| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში სპორტის მასწავლებლის, მარიამ ქველაძის ინიციატივით, პარაფარიკაობასა და პარაწოლჭიმში სპორტსმენ მირანდა გიგაშვილს უმასპინძლეს.
ის მოსწავლეებს იმ გზაზე ესაუბრა, რაც პარასპორტსმენობამდე გაიარა და პრეზენტაცია გამართა. გარდა ამისა, სტუმარმა პარასპორტის სირთულეებსა და სპორტში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა, რამაც მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.
„ნადაბურის საჯარო სკოლის სახელით, მადლობას ვუხდი მირანდა გიგაშვილს საინტერესო სტუმრობისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად