სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ლოცვა „გონების მომნიჭებელი“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი - რა შემთხვევაში კითხულობენ მშობლები ამ ლოცვას შვილებისთვის
29-11-2024
-
+


გსმენიათ „გონების მომნიჭებელი“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის შესახებ? - ამ ხატის წინაშე იმ ბავშვების მშობლები ლოცულობენ, რომელთა შვილები სწავლის ნიჭითა არ არიან დაჯილდოებულნი, ან სარწმუნოებისა და საეკლესიო სწავლების მიმართ ამჟღავნებენ უყურადღებობას. ევედრებიან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და ყრმა იესოს, როგორც უმაღლესი სიბრძნის წყაროს, წერია განმარტებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს გვერდზე ვკიტხულობთ.  

ლოცვა

ყოვლადწმიდაო ქალწულო, სძალო ღმრთისა მამისაო და დედაო საღმრთოჲსა ძისა მისისა ქრისტე იესოჲსა! შენ ხარ დედუფალო ანგელოსთაჲ და კაცთა ცხოვნებაჲ, მამხილებელი ცოდუილთა და დამსჯელი განვრდომილთათვის ღმრთისაგან. შეგვიწყალენ ჩუენცა მძიმედ შემცოდენი და არ აღმასრულებელნი ღმრთისა მცნებისა, დამარღუეველი ნათლობისა აღთქუმათანი და მონოზონობისა აღთქუმისანი და მრავალთა სხუათა, რომელთა აღუთქუ აღსრულებად. რაჟამს სული წმიდაჲ განეშორა მეფესა საულს, მეყსეულად შიში და მოწყინებაჲ მოიწია მას ზედა და წყუდიადი სასოწარკუეთილებისა და სულისა განუხარებელი მდგომარეობაჲ სწყვლიდა მას. ხოლო აწ ჩუენცა ცოდუათა ჩუენთა გამო მოვაკლდით მადლსა სულისა წმიდისასა. გონებაჲ ამაო იქმნა ამაოჲთა ზრახუითა, ღმრთისა დავიწყებაჲ დააბნელებს სულთა ჩუენთა და აწ შეაიწრებს გულთა ჩუენთა მწუხარებაჲ მრავალგუარი, ნაღუელი, სნეულებაჲ, სიძულვილი, სიბოროტეჲ, აღძურაჲ, შური, სიხარული ბოროტი და სხუანიცა ცოდუანი. და არ მქონებელი სიხარულისა და ნუგეშინისცემისანი, მოგიწოდოთ შენ, დედაო ღმრთისა ჩუენისა ქრისტე იესოჲსაო. ევედრე ძესა შენსა, მოგუიტეოს ყოველნი შეცოდებანი ჩუენდა სული ნუგეშინისმცემელად და განსანათლებლად მათდა საგალობელად შენდა სამადლობელისა გალობისა: გიხაროდენ ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, საცხოვნებელად ჩუენდა მომნიჭებელო გონებისაო.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება