სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შემოდგომის ფერები“ - ნამაშევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
25-11-2024
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს  საინტერესო და შემეცნებით ინიციატივებს სთავაზობენ.

ამჯერად, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ნათია ბენდელიანმა, I-II კლასებში განახორციელა პროექტი თემაზე - „შემოდგომის ფერები“. 

მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ წარმოდგენები წელიწადის დროებზე. მათ ბუნებაზე, გარემოზე დაკვირვების შედეგად დააზუსტეს და განსაზღვრეს საკუთარი წარმოდგენები სეზონებზე.

პატარებმა გაიგეს თუ რა ცვლილება ხდება შემოდგომაზე ბუნებაში, რატომ იცვლიან ფოთლები ფერებს, რა არის შემოდგომის ნობათი და ა.შ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარები ასევე დაეუფლნენ ჯგუფური მუშაობის ხერხებს.

პროექტის დასასრულს მოეწყო ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული ნომრები.

სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან სკოლის ქორეოგრაფს - ავთანდილ ქუთათელაძეს, ასევე მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება