| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლებსაც დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-9 გ კლასის მოსწავლეები (ბიოლოგიის პედაგოგი: დ. კუჭუხიძე) აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ფიზიოლოგიის სასწავლო ექსპერიმენტალურ ლაბორატორიას ესტუმრნენ.
პროფესორი ი. ჯულაყიძე მოსწავლეებს ესაუბრა „ნერვულ სისტემაზე და თავის ტვინის შემსწავლელ მეთოდების“ შესახებ, შემდეგ ბავშვები დაესწრნენ გაკვეთას, რომელიც ჩაუტარდა ვირთაგვას.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ვივარიუმი - სადაც თავმოყრილია სხვადასხვა ცხოველი საჩვენებლად ან მათზე ცდების საწარმოებლად.
ეს დღე ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
„მადლობა ბატონ ირაკლის საინტერესო გაკვეთილისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად