სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულს“ - ზემო თხილნარის საჯარო სკოლის პედაგოგი ვენერა თურმანიძე 
25-11-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ვენერა თურმანიძე მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობს. მისთვის მოსწავლე-მასწავლებელს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობაზე, სამართლიანობასა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები, რასაც ახერხებს კიდეც. მასწავლებელი სასკოლო საზოგადოების სიძლიერედ გუნდურ მუშაობას, მეტ არაფორმალურ განათლებასა და პროექტებით სწავლებას მიიჩნევს.

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს პედაგოგი ვენერა თურმანიძე პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია..

- ნდობა და სამართლიანობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- იციან ურთიერთობაში უფროს-უმცროსობა, მოსმენა და საჭიროების შემთხვევაში ბოდიშის მოხდა.  

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- გუნდურ მუშაობას, მეტ არაფორმალურ განათლებასა და პროექტებით სწავლებას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მოსწავლეების თბილი მოსალმება, მათი გულწრფელი ემოცია და დღის ბოლოს, „მას გცალიათ, პირადულზე მინდა დაგელაპარაკოთ“ - ანუ შეგრძნება იმისა, რომ შენი რჩევა ვიღაცას სჭირდება.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- ნოდარ დუმბაძისა და გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებს. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- საახალწლო ღონისძიებები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება