| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის გაკვეთილზე, რუსული ენის პედაგოგის - ნონა ჭილაძის ხელმძღვანელობით, საგაკვეთილო თემის ფარგლებში წარადგინეს პრეზენტაციები.
მოსწავლეების წარდგენილ საპრეზენტაციო მასალაში საუბარი შეეხებოდა ქვეყნების: უკრაინის, გერმანიის, უზბეკეთის, ბელარუსიის და რუსეთის გეოგრაფიულ მდებარეობას, აგრეთვე ისტორიასა და ეკონომიკას.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად