სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს მარანში გაეცნენ
26-11-2024
-
+


ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, აქტივობა „შემოდგომა ფოთოლცვენის სიზმარია“ ჩატარდა. სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები საშემოდგომო თემატიკასთან დაკავშირებით, „ოთოს მარანს“ ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს მარანი, ძველი ქვევრები, ასევე ისინი გაეცნენ ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს.

ბავშვები ასევე თავად ჩაერთნენ თათარას მომზადებასა და ჩურჩხელების ამოვლებაში.

„მეორეკლასელებმა ღია სივრცეში მოაწყვეს შემოდგომის ღონისძიება, სიმღერით, ცეკვითა და ლექსებით მეტი ხიბლი და ლაზათი შემატეს შემოდგომის ბუნებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლა მადლობას უხდის პედაგოგს, თითეულ მშობელს და „ოთოს მარანს“ მიღებისთვის და საოცარი მასპინძლობისათვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება