| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში შემოდგომასთან დაკავშირებული ღონისძიებები ჩატარდა. მათემატიკის მასწავლებელმა ზოია სუხორუკოვამ მათემატიკური ვიქტორინა მე-4 - მე-7 კლასების მოსწავლეების მონაწილეობით გამართა.
ორ ჯგუფად გაყოფილ მოსწავლეებს, მათემატიკურ დავალებებთან ერთად, ხილ-ბოსტნეულთან დაკავშირებით, ბევრი სახალისო გამოცანა და დავალება მიეცათ. ვიქტორინამ მხიარულად ჩაიარა.
შემდეგ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის დერეფანში გადაინაცვლეს, სადაც გამოფენა თემაზე - „მე მიყვარს შემოდგომა“ მოეწყო. ადგილზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთები და ნახატები.
იხილეთ ვიდეო ბმულზე:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად