სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვითორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
25-11-2024
-
+


შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მოსწავლეთა სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობა კი წახალისებულია. 

19 ნოემბერს, ღვითორის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სპორტის პედაგოგ ხათუნა მოდებაძის ხელმძღვანელობით,  ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებულ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას შეუერთდნენ და მონაწილეობა მიიღეს სპორტულ-გასართობ ღონისძიებაში - „მხიარული სტარტები 2024“. 

ღონისძიების ფარგლებში ერთმანეთს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები შეეჯიბრნენ. 

ღვითორის საჯარო სკოლის გუნდმა წარმატებით იასპარეზა მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებში და მოიპოვა მეორე საპრიზო ადგილი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს შესაძლებლობები, აიმაღლეს თანამშრომლობითი კულტურა. სკოლის დირექცია ულოცავს ამ გამარჯვებას სკოლას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს. მომავალშიც წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება