| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლაში წარმატებით მუშაობს „ბუნების დამცველთა წრე“, რომლის წევრებიც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან.
31 ოქტომბერს, თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ბუნების დამცველთა წრის“
მუშაობის ფარგლებში შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია შავი ზღვის მდებარეობის, მისი
მახასიათებლებისა და ბინადრების შესახებ. ისაუბრეს შავი ზღვის ეკოლოგიურ
პრობლემებზე.
გეოგრაფიის მასწავლებელმა მოწაფეებს გააცნო ლურჯი ეკონომიკის
პრინციპები და შავი ზღვის მოსაზღვრე სახელმწიფოების ვალდებულებები შავი
ზღვის დაცვის საკითხში. ბიოლოგიის მასწავლებელი ასევე მოსწავლეებს ესაუბრა შავ ზღვაში ბინადარი თევზების შესახებ.
მოსწავლეებმა იმუშავეს რუკაზე და გააკეთეს თემატური სახალისო ინტერაქტიური სავარჯიშოები.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად