| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ია თოდუა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლის დირექტორია, რომელიც სათავეში უდგას სკოლას და ზრუნავს შექმნას ჯანსაღი, უსაფრთხო და ეფექტური სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია ექნებათ, პედაგოგებს კი მზაობა, რომ ერთობლივად გაუმკლავდნენ ნებისმიერ გამოწვევას - ამ მიდგომებითა და ლიდერული თვისებებით ხელმძღვანელობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და განათლებული საზოგადოების ფორმირებაში თავისი წვლილი შეაქვს.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ ია თოდუასთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- გარემოს სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, ღირებულად, ენდობიან სხვებს, არ ეშინიათ კითხვების დასმის და მზად არიან მიიღონ გამოწვევები.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსურია. უმთავრესი კი ურთიერთნდობაა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- იაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობასა და პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- გუნდურობას, მიმღებლობას. მხარდაჭერასა და საერთო მიზნებისკენ ერთობლივ სვლას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- კოლეგების მზაობა ნებისმიერ გამოწვევას ერთად გავუმკლავდეთ.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“ და ანტუან დე სენტ ეკზიუპერის „პატარა უფლისწული“
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- დედის დღისადმი და ფერადი შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს