სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ბაღების დაფინანსება 16 მილიონით მცირდება - თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია
25-11-2024
-
+


თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300 ლარზე არის დაგეგმილი, რაც 2024 წლის მერიის ბიუჯეტზე  241 მილიონი ლარით ნაკლებია.

მერიის მთლიანი ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, იზრდება მერიის სტრუქტურებში დასაქმებულთა ანაზღაურებები

თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და მათი ცვლილება კი 2024 წელთან მიმართებით ასე ნაწილდება:

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა შეკეთება - 102 მილიონი ლარი, კლება 2024 წელთან 58 მილიონი ლარი;

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები - 38 მილიონი ლარი, კლება 2024 წელთან 27 მილიონი ლარი;

თბილისის ავტობუსების პარკის განახლება - შევსება - 145 მილიონი ლარი, ზრდა 2024 წელთან 27 მილიონი ლარი;

საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია - 346 მილიონი ლარი, ზრდა 2024 წელთან 60 მილიონი ლარი;

სოციალური დაცვა - 127.5 მილიონი ლარი, 2024 წელთან შედარებით უცვლელია;

ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება ("თბილსერვის ჯგუფისთვის" გამიზნული სუბსიდია) - 130.5 მილიონი ლარი, კლება 2024 წელთან 37 მილიონი ლარი;

ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვა - 83.2 მილიონი ლარი, კლება 2024 წელთან 37 მილიონი ლარი;

თბილისის განვითარების ფონდის დაფინანსება, ძველი შენობების ახლით ჩანაცვლება, გამაგრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება - 110 მილიონი ლარი, კლება 30 მილიონი ლარი;

გარე განათება - 33 მილიონი ლარი, კლება 2024 წელთან 9 მილიონი ლარი;

ჯანმრთელობის დაცვა - 37.5 მილიონი ლარი, ზრდა 2024 წელთან 2 მილიონი ლარი;

ბიბლიოთეკების და კულტურის დაფინანსება - 40 მილიონი ლარი, კლება 2024 წელთან 24 მილიონი ლარი;

დასვენება, რეკრეაცია, სპორტი - 14 მილიონი ლარი, კლება 2024 წელთან 21 მილიონი ლარი;

საბავშვო ბაღების დაფინანსება - 219 მილიონი ლარი, კლება 2024 წელთან 16 მილიონი ლარი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება