| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში თანასწორობის კვირეული გაიმართა.
კვირეული მოიცავდა საინტერესო აქტივობებს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას, მათში სოციალური, კულტურულ და ტრადიციული ღირებულებების განმტკიცებას.
თანასწორობის კვირეულის -„მე ვირჩევ თანასწორობას“, ფარგლებში, სკოლის მანდატურის - თეონა მჟავანაძის ხელმძღვანელობით, 22 ნოემბერს ჩატარდა შემაჯამებელი ღონისძიება.
ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც მაღალაკადემიურად წარმოადგინეს პრეზენტაციები ტოლერანტობასთან დაკავშირებით; ჩაერთნენ დიალოგში რატომ უნდა ვიყოთ ტოლერანტები, მოიყვანეს ცხოვრებისეული ფაქტები და არგუმენტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანასწორობა ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარებისათვის.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ღონისძიებით ხელი შეეწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებაში თანასწორი დამოკიდებულებების შემდგომი ნაბიჯებისათვის მზაობას.
ღონისძიების დასასრულს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის კოორდინატორმა - ეკატერინე ჯინჭარაძემ, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები კვირეულში აქტიური ჩართულობისათვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტო და ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად