სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაშტაფის, არაფლოსა და თაქალოს საჯარო სკოლები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროექტს აქტიურად  შეუერთდნენ
25-11-2024
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს, დაშტაფისა და არაფლოს საჯარო სკოლებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა გარემოსდაცვით საკითხებსა და მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლებას.

ამჯერად, სკოლები გარემოსდაცვით ინიციატივას შეუერთდნენ და საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ. 

2 მარტს, ქალაქ მარნეულში, აზერბაიჯანულ სახლში „მწვანე აზროვნების განხორციელებული პროექტის - 3R Marneuli: Think Green შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

პროექტის მიზანი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში, 24 სექტემბერს, არაოფიციალურიდ ჩატარდა - „მარნეულის დასუფთავების დღე“, რომელშიც  420 - მდე მარნეულელი იყო ჩართული, საბოლოოდ კი, 3000 ტონამდე ნარჩენი დასუფთავდა.

ასევე, პროექტის ფარგლებში განხორციელდა ეკო- კონკურსი - „შეაჩერე პლატმასით დაბინძურება“, მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის, მასში ჩაერთო 15 სკოლა.

პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა საინფორმაციო კამპანია - „სუფთა მარნეულისთვის“.

ჩატარდა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები, სოციალურ ქსელში შეიქმნა სხვადასხვა ვიზუალური კონტენტები, ბოლოს კი, დახურვის ცერემონია გაიმართა.

დახურვის ცერემონიაში ესწრებოდნენ  პროექტის მონაწილე სკოლების წარმომადგენლები, მათ შორის იყვნენ 

დაშტაფის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლიანა აბაშიძე;
არაფლოს საჯარო სკოლის მასწავლებელი ციური აბაშიძე და სოფიო აბაშიძე;
თაქალოს საჯარო სკოლის მასწავლებელი და ასევე პროექტის კოორდინატორი გიულგიუნ მამედხანოვა. 

შემაჯამებელი შეხვედრა გახსნა პროექტის კოორდინატორმა გიულგიუნ მამედხანოვამ და  პროექტის შედეგების პრეზენტაცია წარუდგინა აუდიტორიას.

ბოლოს კი, მონაწილე სკოლებს სერტიფიკატები გადაეცათ, ასევე გამოვავლინეთ გამარჯვებული სკოლები, რომლებმაც ყველაზე მეტად პლატმასები შეაგროვეს.

ღონისძიების დასასრულს კი, გამარჯვებული სკოლები. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება