სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა სპორტულ-გასართობ ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავა 
22-11-2024
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

ახლახან, ისინი სპორტულ-გასართობ ოლიმპიადაში - „მხიარულ სტარტებში“ მონაწილეობდნენ. საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ მასში ამავე მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. 

სპორტულ ღონისძიებაში კაცხის საჯარო სკოლის გუნდმა ღირსეულად იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, მათ რეგიონალური თამაშების საგზური მოიპოვეს. ღონისძიების ორგანიზატორებმა მონაწილეებს სიგელები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს სპეციალური თასი გადასცეს.

კაცხის საჯარო სკოლის დირექტორმა - ნორა ბუცხრიკიძემ და სპორტის მასწავლებელმა - ვალერი სარალიძემ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს. მათვე აღნიშნეს, რომ ღონისძიება საინტერესო და სახალისო იყო. 

იხილეთ ვიდეო:




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება