სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბარაქიანი შემოდგომა“ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის მოსწავლეთა ლამაზი სანახაობა 
22-11-2024
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ფერადი და ლამაზი საშემოდგომო ღონისძიება სახელწოდებით - „ბარაქიანი შემოდგომა“ ჩატარდა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები.

აღნიშნულ ღონისძიებას უძღვებოდნენ მე-3 ლასის დამრიგებელი ნანა ზაზაძე, მეოთხე კლასის დამრიგებელი ცისანა შერგილაშვილი, მუსიკის პედაგოგი ლეილა თელიაშვილი და ქორეოგრაფი გიორგი მეტრეველი.

ზეიმზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება