სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სპეცმასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ
23-11-2024
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რეგიონულ სასწავლო ტურში მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადასცა.

„ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ჩატარებული პროექტი „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ ტრადება პედაგოგთა ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის. პროექტი საშუალებას აძლევს რეგიონის სპეციალურ მასწავლებლებს გაიზიარონ თბილისის წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, ნახონ თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას სკოლაში, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები. 

2024 წლის 11 ნოემბრიდან - 15 ნოემბრის ჩათვლით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა რიგით მე-15 ნაკადს და მიიღო 30 სპეციალური მასწავლებელი რეგიონებიდან. რეგიონულ ტურში მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა მთელი კვირის მანძილზე გაეზიარებინათ თბილისის სკოლების წარმატებული პრაქტიკა, სადაც ადგილზე სუპერვიზიას უწევდნენ ცენტრის მიერ კონკურსის წესით შერჩეული სუპერვიზორები, ასევე გაეცნენ სპეციალური მასწავლებლები სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციისა და რესურს სკოლის მუშაობას, კერძოდ:

  • ვორქშოპი -,,MAC georgia”(მაკ ჯორჯია);
  • ვიზიტი სსიპ - ქალაქ თბილისის 202 საჯარო სკოლაში;
  • ვორქშოპი - ,,ქცევითი და ემოციური რეგულაციის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება“.

მონაწილეებს ჩაუტარდათ მასტერკლასი შემდეგ საკითხებზე:

  • ,,დამხმარე საშუალებების გამოყენება მოსწავლის სასწავლო პროცესში ეფექტურად მხარდაჭერისათვის“
  • MAC Georgia- ს სერვისების მრავალფეროვნება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება