სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შემოდგომა - მერცხალი“ - შთამბეჭდავი პროექტი თბილისის N166 საჯარო სკოლაში
26-11-2024
-
+


თბილისის N166 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითობას ახალისებენ, ცოდნისა და უნარების გასავითარებლად კი ბავშვებს საინტერესო სასწავლო მიდგომებს სთავაზობენ. მათ შორის მოსწავლეთა დიდი ინტერესით სარგებლობს პროექტებით სწავლება. 

მასწავლებელმა - ნანა რუხაიამ ოქტომბერში, მე-6გ კლასში განახორციელა პროექტი - „შემოდგომა - მერცხალი“ ოსკარ უაილდის „ბედნიერი პრინცის“ მიხედვით.

პროექტი მე-6 კლასელებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მოიცავდა არაერთ აქტივობას და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.

„შევეცადეთ  საკუთარი პოზიციების დამოუკიდებლად და ორიგინალურად გამოხატვის უნარები კიდევ უფრო გაგვევითარებინა, დავდგით მინი სპექტაკლი, საკუთარი ხელით გავაკეთეთ რესურსები, მოვაწყვეთ დისკუსია მერცხლისა და პრინცის სიკეთეზე, შევისწავლეთ ახალი ლექსიკური ერთეულები, ტექსტი დავამუშავეთ სახალისო აქტივობებით. განვივითარეთ საკომუნიკაციო სიტუაციებში ფუნქციური სამეტყველო ქმედებების მიზნობრივად განხორციელების უნარი. ამაღლდა ჩართულობის ხარისხიც. მოსწავლეები გულწრფელი მონდომებით ცდილობდნენ საკუთარი კრეატიული აზროვნების  წარმოჩენას, რასაც უთუოდ გამოიყენებენ ტრანსფერში“,- აღნიშნავს პედაგოგი პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას და დასძენს, რომ  პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა შორის ფსიქოემოციური მდგომარეობის უკეთ გაცნობასა და მათი თვითრეფლექსიის უნარის განვითარებას, ტოლერანტობისა და ემპათიის გამოვლინებას. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება