სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N104 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების დაწყება საზეიმო ღონისძიებით მიულოცეს 
22-11-2024
-
+


თბილისის N104 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. იქ სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად ეწყობა. 

ახლახან კი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სააქტო დარბაზში პირველკლასელთა  წარმოდგენა და მათთვის მოსწავლის წოდების მინიჭების ორენოვანი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებისა და პირველკლასელების მიერ სკოლის ჰიმნის ერთობლივი შესრულებით გაიხსნა.

პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - იზაბელა აბრამიანის ორგანიზებით, სომხურ და ქართულ ენაზე იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და იცეკვეს.

„ღონისძიების დასასრულს, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა პირველკლასელებს განსხვავებული რწმუნებულების სიგელები გადასცეს. პირველკლასელებს ვულოცავთ მოსწავლის წოდების მინიჭებას! წარმატებებსა და მიღწევებით სავსე მომავალს ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება