სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N212 საჯარო სკოლის ეზოს გამწვანებაზე მოსწავლეებმა იზრუნეს
26-11-2024
-
+


ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები ზრუნავენ.

„ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება, განახლება და დაცვა ყველა პროგრესული ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ახალი ხე ახალი სიცოცხლეა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით და პროექტის - „გავამწვანოთ ჩვენი სკოლის ეზო“ ფარგლებში, მოსწავლეებმა - ნიცა ზარქუამ, მარიამ მინაშვილმა, ნანუკა ლევანიშვილმა, გეგა მეზურნიშვილმა, ლუკა მღებრიშვილმა, ნუცა სპანდერაშვილმა და მარიამ მუმლაძემ გადაწყვიტეს სკოლის ეზოში ახალი ნერგებისა და ხე-მცენარეების დარგვა.

მათ უფროსი კლასის მოსწავლეები დაეხმარნენ და სკოლას რამდენიმე ახალი სიცოცხლე შესძინეს.

„მადლობას ვუხდით, ხათუნა მასწავლებელს და ჩვენს მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის კრეატიულობა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება