სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ტოლერანტობა თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში“ - საინტერესო ღონისძიება ახალციხის N4 საჯარო სკოლაში  
21-11-2024
-
+


ახალციხის N4 საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებები, რომლებიც, მათ შორის, მიზნად ისახავს კონკრეტული საკითხისადმი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას. 

ამჯერად, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა: ია გვენეტაძემ, თეონა გვარამაძემ და კარინა თათევოსიანმა „ტოლერანტობის კვირეულის“ ფარგლებში ჩაატარეს ღონისძიება სახელწოდებით - „ტოლერანტობა თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში“.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ისე სომხური სექტორის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას, აქ არსებულ ტოლერანტულ გარემოს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე წარდგენილი იყო ტოლერანტობის შესანიშნავი მაგალითები.

ღონისძიებას ესწრებოდა ხუთი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი, ისინი ერთმანეთის გვერდით მსხდომნი, სიამოვნებით ადევნებდნენ თვალს მოსწავლეთა შემოქმედებას.

სასულიერო პირებმა მოსწავლეებს მიმართეს და შეუქეს ერთიანობა და აღნიშნეს: „ტოლერანტობა, ხომ მართლაც თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში!“. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება