სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N36 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე მასშტაბურად აღინიშნა
21-11-2024
-
+


თბილისის N36 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის სხხვადასხვა კლასში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიებები ჩატარდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ყველაზე დიდი ქართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მე-3 ა  და მე-3 ბ კლასების მოსწავლეები მთაწმინდის პანთეონს ესტუმრნენ. მათ პატივი მიაგეს ერის მამის საფლავს. პატარებმა გაიხსენეს მისი ბიოგრაფია, ლექსები და ბრძნული გამონათქვამები.

აქტივობას მასწავლებლები: რუსუდან მერკვილაძე, დალი ცქვიტიშვილი და თამუნა ჩაჩუა ხელმძღვანელობდნენ.

I ბ კლასის მოსწავლეები კი ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმში, საგანმანათლებლო პროგრამა თოჯინების ისტორიას დაესწრნენ და თავადაც დაამზადეს ძველი ქართული სარიტუალო თოჯინები .

აღნიშნული კლასის ხელმძღვანელი ნანი ჯამბაზიშვილი გახლდავთ.

ამ დღეს ასევე აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია მე-4 ბ კლასში. ამ დღეს კლასში თემაზე - „ილია მართალი“ საინტერესო ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მიეძღვნა.

მასწავლებელმა, სოფიო ასლამაზიშვილმა, მოსწავლეებს გააცნო ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია, ისაუბრა იმის შესახებ თუ რა ძალისხმევა დასჭირდა მას ქართული ენის, მამულის და სარწმუნოების შენარჩუნებაში.

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან  187-ე წლისთავის აღსანიშნავად კი IIა კლასის მოსწავლეებმა,  კვირეულის ფარგლებში, ჩაატარეს სხვადასხვა აქტივობა. ისინი გაეცნენ მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ასევე დაათვალიერეს ილია ჭავჭავაძის სახლ- მუზეუმი.

მათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დალი ცქვიტიშვილი  ხელმძღვანელობდათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება