სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამტრედიის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფერადი და შემოქმედებითად დატვირთული საშემოდგომო ღონისძიებები 
21-11-2024
-
+


სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში ფერადი და შთამბეჭდავი ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა სოფელში“ გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: შორენა შაორშაძე და მარინა გოგიშვილი.

ღონისძიებაზე, პირველკლასელებმა იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მათ წაიკითხეს ლექსი:

„რა კარგია შემოდგომა,

ფერადი და ხვავით სავსე,

ქარი ქუჩებს და ეზოებს,

ოქროსფერი ფოთლით ავსებს“.

ეს დღე ბავშვებისთვის ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი იყო.

„პირველკლასელების ფერადი და ლამაზი დღე შორენა მასწავლებელთან ერთად“, - ასე აფასებენ ღონისძიებას სკოლაში.

შემოდგომას ასევე გამორჩეული ღონისძიება მე-2 კლასის მოსწავლეებმა მიუძღვნეს. 

„ტკბილი, ფერადი და გემრიელი შემოდგომა“, - ასე უწოდებენ მათ შემოქმედებით ზეიმს სკოლაში.

მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმადგინეს საქართველოს კუთხეები. თითოეული კუთხის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და სასკოლო საზოგადოებას გააცნეს.

ღონისძიების ხელმძღვანელი მასწავლებელი ეკა ლორია გახდლათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება