სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის - ვიქტორია გეგეშიძის სპორტული წარმატებით ამაყობენ 
21-11-2024
-
+


სამტრედიის N12 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია. სკოლის ერთ-ერთი ასეთი საამაყო კურსდამთავრებულია მოქმედი სამტრედიელი კალათბურთელი ვიქტორია გეგეშიძე.

ვიქტორია საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრია და მას კალათბურთში ბევრი, მასშტაბური და საერთაშორისო მიღწევა აქვს.

ის გახლავთ ესპანეთში, Canary Islands C.B Isla Bonita მოთამაშე.

U14 წლანდელების ნაკრებში კურსდამთავრებული მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის ტურნირებზე როგორიცაა: სომხეთი, ლატვია (რიგა), უკრაინა. 

ასევე წარმატებით იასპარეზა U16 წლამდელების ნაკრებში ოლიმპიურ ფესტივალზე - 2015 წელს საქართველო, თბილისი. 

ვიქტორიამ თავი გამოიჩინა 2016 წელს U18 წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე Divizion C რომელიც ჩატარდა საქართველოში

მან, 2016 წელს U16 წლანდელებში ითამაშა ევროპის ჩემპიონატი Dividion C-ში, სადაც გახდა ევროპის ჩემპიონი. 

მას ასევე საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინა შემდეგ ჩემპიონატებში:

  • U18 წლანდელებთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატი Dividion B ირლანდია, დუბლინი;
  • 2018 წელს U18 წლანდელებში ევროპის ჩემპიონატი Dividion B, ავსტრიაში;
  • 2018-2019 წლებში U18 წლანდელებში EYGBL ევროპის ახალგაზრდული გოგონების ლიგაში,უკრაინაში;
  • 2021-2022 წელი - გუნდი ტენერიფე ცენტრალი (Tenerife central) ,ესპანეთი. კანარიის ჩემპიონატი დივიზიონი: 1ª Nacional;
  • 2022-2023 წელი - ესპანეთი, დივიზიონი: 1ªNacional კანარის ჩემპიონატი, (მესამე ადგილის მფლობელი).

2023-2024 წელს კი ესპანეთი დივიზიონ დივიზიონი: 1ª Nacional კანარიის ჩემპიონატის ფინალისტი გახლდათ, მან ფინალის შემდგომ ესპანეთის ჩემპიონატში, ესპანეთი ქალაქ გრანადას ტურნირზე მე-3 ადგილის დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ის 2024-2025 წელს ითამაშებს Spain,La palma კანარიის კუნძულზე გუნდ C.B Isla Bonita.

მშობლიური სკოლა ამაყობს აღზრდილის წარმატებებით.

„წარმატებებს ვუსურვებთ ვიქტორიას სპორტულ ასპარეზზე. ვამაყობთ მისი წარმატებებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება