სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამტრედიის N12 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება 
20-11-2024
-
+


სამტრედიის N12 საჯარო სკოლის 1-ელა კლასში დიდი ჟრიამული იყო. 

იქ შემოდგომის სილამაზე, სურნელი და ფერთა გამა იყო წარმოდგენილი. კლასში, პედაგოგ ნატალია ადეიშვილისა და მშობელთა აქტიური ჩართულობითა და თანამშრომლობით, საოცარი, ლამაზი, უჩვეულოდ ფერადი და შემოქმედებითი გარემო შეიქმნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს კუთხეების ამსახველი სახლებისა და ეზოების მაკეტები. ღონისძიების კულმინაცია კი, თათარაში ახლადამოვლებული ჩურჩხელებით ხელში აჟრიამებული მოსწავლეები იყვნენ.

სკოლის დირექტორმა - ნინო ონიანმა მონაწილე ბავშვებსა და ღონისძიებაში აქტიურად ჩართულ მშობლებს მადლობა გადაუხადა.               

„შემოდგომა წელიწადის დროებიდან ერთ-ერთი ულამაზესი სეზონია. საოცარია ამ დროს ბუნება, ფერთა შეხამება. პატარების ნიჭიერებამ და სილაღემ, მშობელთა შემოქმედებითობამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა დამსწრე საზოგადოებაზე. მადლობა დახმარებისთვის მუსიკის მასწავლებლებს - თეონა გაბედავასა და ლელა გოლიაძეს“,- აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება