სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ქეთევან დედოფლის ხსენების დღე საინტერესოდ აღინიშნა 
20-11-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო პროცესი გამდიდრებულია, ისიეთი აქტივობებით, რაც ეხმიანება მნიშვნელოვან მოვლენებს და იმავდროულად მიზნდ ისახავს მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას. 

აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წმ. ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წელთან დაკავშირებით ერთი წელი მიეძღვნება ამ საოცარი დედოფლის ღვაწლის წარმოჩენას.

საიუბილეო თარიღს, სკოლის მეთერთმეტე კლასი გამოეხმაურა საინფორმაციო-შემეცნებითი კლასის საათით.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილზე ნაჩვენები და განხილული იყო წმინდა დედოფლის მოღვაწეობის დეტალები და მისი წმინდა ნაწილების გადმოსვენება. მოსწავლეებმა კლასის საათის ფარგლებში შექმნეს მცირე საინფორმაციო გაზეთი - „ქეთევან დედოფალი საქართველოს მნათობი“. 

მეთერთმეტე კლასის დამრიგებელი ლიკა დევნოზაშვილი გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ წმიდა ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულიდან 400 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ისტორიისა და რელიგიის კლუბის - „წამი“, ორგანიზებით  ბოლნისის მუზეუმში გაიმართა ლექცია-სემინარი. 

მოსწავლეები გაეცნენ ისტორიულ წყაროებს, ქართულ ხელნაწერებს და ცნობებს ქეთევან დედოფალზე, რომელსაც უძღვებოდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბატონი ზაზა აბაშიძე და თეა ქართველიშვილი მეცნიერი, ისტორიკოსი, პედაგოგი კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ცენტრის წყაროთმოცდნეობისა და დიპლომატიკის თანამშრომელი. 

ღონისძიებას დაესწრო ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი და ბოლნისის ეპარქიის სასულიერო დასი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ეწრებოდნენ  სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, სოფელ რატევანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ბოლნისის N3 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი და მოსწავლეები. 

შეხვედრა საზეიმოდ გახსნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის ქართული ხალხური სიმღერის გუნდმა, მარიკა ფოჩხიძის ხელმძღვანელობით.

სკოლაში უდიდეს მადლობას უხდიან მიწვეულ სტუმრებს, საინტერესო ლექცია-სემინარისთვის, სკოლის გუნდს, ბოლნისის მუზეუმს, დამსწრე საზოგადოებასა და სკოლის მოძღვარს მამა კონსტანტინე კობახიძეს, ისტორიის პედაგოგსა და კლუბი წამის ხელმძღვანელს - ქეთევან გაბლიშვილს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკოლის ისტორიის და რელიგიის კლუბის - „წამი“, ორგანიზებით, ბოლნისის მუზეუმში გაიმართა მოსწავლეების ნახატების გამოფენა, სახელწოდებით - „წმინდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი, კახეთის დედოფალი ქეთევანი“. 

გამოფენის ორგანიზატორი ხელოვნების პედაგოგი ნათია კობალაძე და ისტორიის პედაგოგი ქეთევან გაბლიშვილი გახლდათ, საგულისხმოა, რომ მოსწავლეთა ნახატებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება