სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი თვალით დანახული ტოლერანტობა“ - გელათის საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა საინტერესო აქტივობა 
22-11-2024
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მასშტაბურად აღინიშნა. გაიმართა კვირეული, რომელიც მოიცავდა თემატურ ღონისძიებათა სერიას, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

ტოლერანტობის კვირეულს აქტიურად შეუერთდა მეხუთე კლასიც (კლასის ხელმძღვანელი - ქეთევან ქარქაშაძე) . 

მინილექციის  შემდეგ მოსწავლეებმა განახორციელეს აქტივობა - „ჩემი თვალით დანახული ტოლერანტობა“. მათ დახატეს ნახატები და მოაწყვეს „გასეირნება გალერეაში“. აქტივობამ მოსწავლეებს  საშუალება მისცა, საკუთარი ფანტაზიით და გამოცდილებით გადმოეცათ საკუთარი შეხედულებები,  რაც სწავლის პროცესს უფრო საინტერესოსა  და ეფექტურს ხდის. 

ბავშვებმა მოაწყვეს დისკუსია, რომელიც მეხუთეკლასელთა მხრიდან  მოითხოვდა  ტოლერანტობის თემაზე აზრის დაფიქსირებას.

„ეს აძლიერებს მოსწავლეებში ემპათიის გრძნობისა და განსხვავებული ადამიანების მიღების უნარს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება