| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებს.
ამჯერად, იქ ნარჩენების მართვის შესახებ საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომლის მიზანიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა და მოსწავლეების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება იყო.
პროექტის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოება ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციას ესტუმრა. მათ ადგილზე გადამუშავებისა და ნარჩენების შემცირების მნიშვნელობაზე სასწავლო სემინარი მოისმინეს, საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყვეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
„გვინდა მადლობა გადავუხადოთ ნარჩენების მართვის ბიზნესსასოციაციას, გულითადი მასპინძლობისთვის. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ხელვაჩაურის რესურსცენტრსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, მხარდაჭერისთვის.
მადლობას ვუხდით პროექტის განმხორციელებელ მასწავლებლებს: მარინა ბერიძეს, ნათია კეკენაძეს, ვენერა თურმანიძეს, ლუიზა ფუტკარაძეს და მაია თავდგირიძეს.
მადლობას ვუხდით ჩვენს მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, აქტიური ჩართულობისთვის! ერთად ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელოთ!
შევინარჩუნოთ სუფთა გარემო მომავალი თაობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად