| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 8 ნოემბერი - ილია ჭავჭავაძის დაბედების დღე.
სკოლის ქართულო ენისა და ლიტერატურის კათედრამ ჩაატარა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებაზე მე-5, მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა გაიხსენეს ილიას ბიოგრაფია, პოეზია, ნაწარმოებები, წერილები, წარმოადგინეს რამდენიმე ინსცენირება, პატივი მიაგეს ილია მართალის ხსოვნას. მოსწავლეებმა აღნიშნეს ქართველი ერის მამად წოდებული საზოგადო მოღვაწის როლი ქართველი ერის თვითმყოფადობისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნების საქმეში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები.
ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებლების - ნანი ნიკოლაშვილი-ბოლქვაძისა და ლია დუმბაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად