| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის პედაგოგებმა კარგად იციან, რომ მოსწავლეთათვის უმთავრესია 21-ე საუკუნის უნარების განვითარების ხელშეწყობა, მათივე თქმით კი, გამოსავალი - პროექტული სწავლებაა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტული სწავლება სასკოლო ცხოვრებაში პირველ რიგში სწავლის მოტივაციის ამაღლების და ფაქტობრივი ცოდნის პრაქტიკაში გადატანის ეფექტური მიგნებაა. ამასთან, მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე მოსწავლე აქტიური, შემოქმედი, დემოკრატიული უნარებით აღჭურვილი პიროვნებად ყალიბდება, რაც თანამედროვე ცხოვრებაში თვითდამკვიდრებას უწყობს ხელს.
სწორედ ამ მიზნით პირველი სვირის საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის მე-8 მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი - Among us (ჩვენს შორის), რომელსაც პედაგოგი სოფიო ჟღენტი ხელმძღვანელობდა.
ნასწავლ თემატიკაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა მოირგეს ჟურნალისტის ფუნქციები და გაეცნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ სახეებს, ინტერვიუ აიღეს ხელნაკეთი ნივთების დიზაინერთან, გაესაუბრნენ წარმატებული სპორტსმენის- გიორგი მამარდაშვილის ნათესავებს, შექმნეს ახალი ამბების ვიდეოკოლაჟი.
„ვფიქრობ მათ შეძლეს გამოევლინათ შესაძლებლობის მაქსიმუმი, რაც მომავალში თავდაჯერებულად შრომის გაგრძელების იმედს მიტოვებს. წარმატებები მოსწავლეებსა და მასწავლებელს. მადლობა მათ საჭირო და დროული განხორციელებული აქტივობისათვის“, - აღნიშნავს პედაგოგი მზექალა ღიბრაძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად