სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შენი ფრთები წიგნებია“ - დაბა მესტიის N3 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებების ყდები და ილუსტრაციები შექმნეს
13-11-2024
-
+


დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის პედაგოგმა - თინათინ დიასამიძემ მოსწავლეებს ძალიან საინტერესო აქტივობა „შენი ფრთები წიგნებია“ შესთავაზა.

აქტივობის მიზანი, მოსწავლეებში წიგნების მიმართ სიყვარულის და ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი უნარების განვითარება და სამოტივაციო, სიმბოლური გზავნილების წარმოჩენა გახლდათ.

მოსწავლეებმა ინდივიდუალურად დაამზადეს მათი საყვარელი წიგნების ყდები და ილუსტრაციები. მათ ასევე, სიმბოლური ფრთები შექმნეს.

მესამეკლასელებმა იმსჯელეს წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და მათ რჩეულ წიგნებზე.

„თამამად ვიტყვი, რომ საკმაოდ კარგი „მკითხველთა კლასი“ მყავს“, - აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება