სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა 
13-11-2024
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში, დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის 187-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე, მე-5 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა წარადგინეს მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ პრეზენტაცია. მათ მწერლის შემოქმედების ანალიზის პარალელურად მხატვრულად წაიკითხეს ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ამონარიდები.

ღონისძიების დასასრულს კი მოეწყო ქართველი პოსტმოდერნისტი მწერლის, ისტორიკოსისა და სცენარისტის აკა მორჩილაძის ვიდეო-ფაილის „ქართული საქმის უფროსის“ ჩვენება, სადაც ის საუბრობს ილია ჭავჭავაძის შესახებ.

„კვირეულის ფარგლებში ასევე არის დაგეგმილი დოკუმენტური და მხატვრული ფილმების: „ილიას მკვლელობის ქრონიკებისა“ და „გლახის ნაამბობის“ ჩვენებაც“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება