| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში აქტიურად მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
მათ შორისაა მე-12 გ კლასის (დამრიგებელი ქეთევან ფირცხალავა) მოსწავლე ანა სალდაძე. ის წარჩინებული მოსწავლეა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლე ერთნაირი ინტერესით ეუფლება საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ დისციპლინებს და აქტიურად მონაწილეობს სკოლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
აღსანიშნავია, რომ მან წარმატებით გაიარა Flex-ის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის სამივე ტური, გამოამჟღავნა საჭირო უნარ-ჩვევები და ერთი წლით სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა.
სასკოლო საზოგადოება მისით ამაყობს და წარმატებებს უსურვებს.
„იმედია, ანა, ეფექტურად გამოიყენებს უცხოეთში გატარებულ დროს, რასაც აუცილებლად გამოიყენებს პიროვნული ზრდისთვის. წარმატებები ანას“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად