სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფერიის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
13-11-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს - სალომე ნაკაშიძესა და ლანა ჭოლოკავას საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერები გადაეცათ. 

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა. 

ხელვაჩაურის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, კომპიუტერები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა - ზაზა დიასამიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატმა - მინდია დიასამიძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - ხათუნა დიდმანიძემ გადასცეს.

სტუმრებმა, მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს პედაგოგებსა და მშობლებს, მათი ღვაწლისთვის.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ. წელს ხელვაჩაურის სკოლების 56 მოსწავლე დაჯილდოვდა.

მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მშობლებიც ესწრებოდნენ.

„დასაწყისი, მომავალი წარმატებებისა. გილოცავთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება