სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
12-11-2024
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოტივირებული და ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომელიც სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

მათ შორის, ისინი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილეობდნენ. ახლახან კი, გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

გუნდურ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და I ადგილის მფლობელები არიან: ნანა გოგუაძე, ნია მაკარაძე, ელენე ხალვაში, მარიამ ლომთათიძე და ლილე ინაიშვილი. მათი მასწავლებელი თინათინ დავითაძე გახლავთ. 

ინგლისურის ოლიმპიადაში გამარჯვებული კი, მაკა რამიშვილი გახდა. მისი მასწავლებელი ნანა პაპუნიძე არის. 

სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და დიდ წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ სულ 142 მოსწავლე დაჯილდოვდა. 2023 წელს კონკურსებსა და ოლიმპიადებში საჯარო და კერძო სკოლების 15000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს  ლეპტოპები, პლანშეტები, სმარტ საათები და სიგელები გადასცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძემ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება