| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებაში, რომლის სახელწოდება „ილია, როგორც პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე“ გახლდათ, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მასში, ასევე ჩართული იყო მთელი სასკოლო საზოგადოება.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოიძიეს ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის ბავშვობაზე, მოსწავლეობასა და სტუდენტობის წლებზე. მათ ასევე, ისაუბრეს მის შემოქმედებასა და პოლიტიკურ მოღვაწეობის შესახებ.
„დიდი ყურადღება გამახვილდა ილიას საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობაზე, მის უდიდეს ღვაწლზე სამშობლოს წინაშე და ქართული ენის გადარჩენის საქმეში“, - ამბობენ სკოლაში.
ამ დღეს ასევე, სკოლის ბიბლიოთეკაში, მწერლის წიგნებისა და მისადმი მიძღვნილი პოსტერების გამოფენა მოეწყო.
დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად