სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება 
12-11-2024
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლაში, როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე ღონისძიებით აღინიშნა, რომელსაც უძღვებოდნენ ქართული ენის პედაგოგები: ციალა ტუღუში და დარეჯან გიგინეიშვილი.

აღნიშნული ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა მუსიკის პედაგოგმა - ნანა მიქაბერიძემ. 

ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. ბავშვებმა წაიკითხეს ილია ჭავჭავაძის ლექსები, ნაწყვეტები მისი მოთხრობებიდან და პუბლიცისტური წერილებიდან. ილია ჭავჭავაძის განუზომელი ღვაწლი დამსწრე საზოგადოებას მოკლედ კიდევ ერთხელ შეახსენეს ღონისძიების ორგანიზატორმა ქართული ენის პედაგოგებმა.

აღსანიშნავია, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ამჟამად მეორე ცვლაში მუშაობს მეზობელი სოფლის სკოლის შენობაში. 

„სკოლის დირექცია და კოლექტივი შექმნილი სირთულეების ფონზე ყოველმხრივ ცდილობს ბავშვებს შესთავაზოს არაფორმალური განათლების მრავალფეროვანი აქტივობები“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება