სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს კვირეული მიეძღვნა 
12-11-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.

აღნიშნული კვირეული მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში გაიმართა აქტივობა „ილიას ბრძნული გამონათქვამები“. ბავშვებმა უყურეს ვიდეომასალას და ერთად განიხილეს თითოეული, შემდგომ მოამზადეს მწერლის ბრძნული აზრებით ლამაზად გაფორმებული ბარათები. აქიტივობაში მე-5, მე-6, მე-7 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლაში, ასევე, ჩატარდა ფილმის - „ოთარაანთ ქვრივი“ ჩვენება-განხილვა. მე-8 კლასის მოსწავლეებმა განიხილეს ფილმისა და ნაწარმოების ძირითადი სათქმელი, რომელიც იყო სააღმზრდელობითი შინაარსის. ბავშვებმა ასევე შექმნეს თემატური ნახატები.

მე-11 და მე-12 კლასებში კი ჩატარდა აქტივობა „ილიას ცხოვრება და შემოქმედება“. მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად განიხილეს ილიას ბიოგრაფია და კლასებში ჩაატარეს დისკუსია.

აღსანიშნავია, რომ მე-9, მე-10, მე-12 კლასის მოსწავლეემა კვირეული ფარგლებში, შექმნეს ილუსტრირებული წიგნი და პოსტერი „დიდი ილია“. მათ წარმოაჩინეს შემოქმედებითი უნარები.

ამ დღისადმი მიძღვნილი ინტეგრირებული გაკვეთილი „ილია და თერგდალეულები“, რომელიც ისტორიასა და ქართულში, მე-8 კლასში გაიმართა ძალიან მრავალფეორვანი და საინტერესო აღმოჩნდა.

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

ბოლოს ჩატარებული აქტივობების შეჯამება მოეწყო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით.

„ილია ჭავჭავაძე“ - ამ სათაურით ჩატარდა სასკოლო ღონისძიება, გალამაზებულ, გაფორმებულ  გარემოში.

ღონისძიება გახსნა სკოლის დირექტორმა - ბერნიკ ჰოვსეფიანმა. ღონისძიებაზე, ბავშვებმა წარადგინეს შექმნილი პოსტერი და წიგნი, გააჟღერეს ილია ჭავჭავაძის ბრძნული გამონათქვამები და დაურიგეს დამსწრე საზოგადოებას.

მათ ასევე წაიკითხეს ლექსები ორ ენაზე, ქართულად და სომხურად, რომლებიც ჰოვანეს თუმანიანის ​გადათარგმნილია.

​ისაუბრეს ფილმის- „ოთარაანთ ქვრივი“ შესახებ. ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ ქართული ენის მასწავლებლები.

კვირეული იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება