სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N117 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
12-11-2024
-
+


თბილისის N117 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლის ლამაზი ეზო მესამე კლასელებმა გააფერადეს, ააჟრიამეულეს და ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს. მათ ფერადი შემოდგომა გააცილეს.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე საქართველოს კუთხეები ღირსეულად წარადგინეს. იყო ბევრი სიმღერა, ცეკვა და კუთხეების დამახასიათებელი ნიშან-თვისებების წარმოჩინება. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ. 

„7 ნოემბერი, დღე რომელიც დიდ ხანს ემახსოვრება თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა თუ მშობელს. უღრმესი მადლობა ჩვენს საყვარელ პედაგოგებს, მესამე კლასის დამრიგებლებს: ნუნუ ედიბერიძეს, ნატო კოტორაშვილის, ეთერ ჯიმუხაძეს, ელიკო ცაგარელს, მარინე ონიანს და რიტა მარმარაშვილს, ორგანიზებულობისთვის, მხარდაჭერისა და ბევრი ფერადი იდეისთვის. მადლობა 117-ე სკოლის დირექციას დაგეგმილი აქტივობებისთვის.

განსაკუთრებული მადლობა თითოეულ მშობელს სამზადისში აქტიური  ჩართულობისთვის, გუნდური და შეხმატკბილებული მუშაობისთვის, თითოეული კუთხის ღირსეულად წარდგენისთვის. ასეთი ერთსულოვნება, ჩართულობა ნამდვილად დასაფასებელი და საამაყოა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:






კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება