სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა მაკულატურის გადამუშავების მნიშვნელობას საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა მიუძღვნა 
12-11-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „21-ე საუკუნე“, რომლის წევრებიც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან. 

ახლახან, ეკოკლუბელებმა ჩაატარეს აქტივობა, რომელიც მოიცავდა მოსწავლეების ინფორმირებას მაკულატურასა და მის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, თუ როგორ უწყობს ქაღალდის ხელმეორედ გადამუშავება გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას. 

ჯგუფის წევრებმა V-IX კლასის მოსწავლეებს მოკლე ინფორმაცია წარუდგინეს მაკულატურის გადამუშავების მნიშვნელობასთან დაკავშირებით და პატარა აქცია მოაწყვეს, რომელიც მიზნად ისახავდა გამოყენებული ქაღალდების შეგროვებას, გაზეთებისა და რვეულების მაკულატურაში ჩაბარებას. მოსწავლეები დიდი ინტერესით მოეკიდნენ აქტივობას. სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა დაამყარეს კომუნიკაცია და პროცესი საკმაოდ მხიარულად წარიმართა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ აქტივობამ გარდა იმისა, რომ მოსწავლეები დაახლოვა ერთმანეთთან, ასევე აამაღლა ცნობიერება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით.

„მათ გაუჩნდათ კითხვები, თუ რატომ და როგორ იყო მაკულატურა გარემოსთან დაკავშირებული, რომელზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. სწორედ ასეთი საინტერესო აქტივობების განხორციელება უზრუნველყოფს მოსწავლეთა ინფორმირებას გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება