სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აჭის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას კვირეული მიეძღვნა
12-11-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საინტერესო კვირეული გაიმართა, რომელიც გაჯერებული იყო საინტერესო აქტივობებით. 

კვირეულის ფარგლებში ისაუბრეს გოგებაშვილის ღვაწლის შესახებ, გაიხსენეს მის ბიოგრაფია და მისი შემოქმედება კიდევ ერთხელ „გააცოცხლეს“. 

მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს ხელნაკეთი „დედა ენა“, რომელიც გააფორმეს ანდაზებითა და ლექსებით, წაიკითხეს გოგებაშვილის მოთხრობები, შექმნეს ილუსტრაცია მოთხრობებზე: „ლომი და თაგვი“, „ორი მეგობარი და დათვი“.

ხოლო, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი სათაურით - „მოდგმიდან მოდგმას გადაეცემა,შრიალი შენი დედა ენის“.

აღსანიშნავია, რომ კვირეულს ქართული ენის მასწავლებელი ხატია ცეცხლაძე ხელმძღვანელობდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება