სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ილია უკვდავია“  - წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება 
12-11-2024
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ილია უკვდავია“ გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების და VII, VIII, IX, X კლასების მოსწავლეები.

მათ, ღონისძიებაზე, წარადგინეს ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია, ისაუბრეს მის შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე, წაიკითხეს ლექსები, წარადგინეს სცენარი მოთხრობიდან - „კაცია ადამიანი?!“

აღნიშნულ დღეს ასევე, სალამურზე შესრულდა მუსიკალური კომპოზიცია „ჩემო კარგო ქვეყანავ“.

ღონისძიების ხელმძღვანელები: ლალი კაპანაძე, ია ჯიბლაძე, ნანა კაპანაძე, არჩილ ლომიძე იყვნენ.

ეს დღე ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება